გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების და გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორიის ერთობლივი პროექტი
სოფელი ბერბუკი
პროექტის ფასილიტატორი, პედაგოგი:ლია გიგაური
ქალაქ გორის ს მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტი "სად ვცხოვრობ მე"
ქალაქ გორის ს მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტი "სად ვცხოვრობ მე"
მუზეუმის დირექტორი თინათინ სოსანიძე
გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი ვაჟა შაქარაშვილი
პროექტის მიზანი:
პროექტის
მიზანია
გამოვიკვლიოთ სოფელ
ბერბუკის წარსული
(ისტორია);
შევისწავლოთ
სოფლის დღევანდელი
ცხოვრება, არსებული
პრობლემები;
შევისწავლოთ
სოფლის განვითარების
პერსპექტივა და პრობლემის
გადაჭრის გზები.
შევქმნათ რესურსი
(ფოტოსურათების სახით)
: ისტორიული ძეგლების,
სოფლის თემის
წევრების, დღევანდელი ცხოვრების ამსახველი
.
განვათავსოთ
ჩვენს მიერ
მოძიებული ინფორმაცია
ინტერნეტში (Blogger-ზე)
პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია
სოფელი ბერბუკი მდებარეობს
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის
მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე. მდინარე
მეჯუდის მარცხენა ნაპირას.ზღვის
დონიდან 640 მეტრში,
გორიდან 4 კილომეტრში.
ბერბუკის თემში შემავალი
სოფლებია: ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი,
ქვემო რეხა და ხელთუბანი.
რაც შეეხება ისტორიას
ბერბუკი იხსენიება
შემდეგ წერილობით წყაროებში:
ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“;
იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“;
იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“;
,,დასტურლამალი" და სხვადასხვა ისტორიულ საბუთებში.
1735 წ. ქართლი
ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა.
ქართველებს გივი ამილახვარის სარდლობით, ბერბუკიდან შეუტევიათ
გორის ციხეში გამაგრებული
ოსმალებისათვის და გამარჯვება
მოუპოვებიათ.
1982 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გორის მუნიც-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. მინდიაშვილი) დაზვერვებისას სოფ. ბერბუკთან მიაკვლია ყორღანულ სამარხს, რომლის ახლოს აღმოჩნდა ელინისტური ხანის ნამოსახლარი (მინდიაშვილი 1985: 37).
ბერბუკის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების სამარხეული ნივთები: მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადა, შემკული ამოღარული ტალღოვანი ხაზითა და ირიბი ნაჭდევებით; ბრინჯაოს ბალთები, სარკე, მშვილდსაკინძი; ოქროს ორწილადი საყურეები, რომელთა რკალზე მირჩილულია გავარსით შემკული, ბურთულით დაბოლოებული პირამიდა; თვალბუდიანი ბეჭედი, გემაზე ცხოველის გამოსახულებით; სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები და სხვ. სამარხეული ნივთები თარიღდება VII ს-ის პირველი ნახევრით. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (აფხაზავა 1979: 127).
დღეს ბერბუკში გვხვდება საინტერესო ისტორიული ძეგლები
:
სათვალთვალო კოშკი მთავარანგელოზის ეკლესია
სათვალთვალო კოშკი მთავარანგელოზის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია წყლის წისქვილი
მთავარანგელოზის ეკლესიას რომელიც დგას სოფლის ცენტრში, სამხრეთით. აგებულია 1830 წელს. ეკლესია დარბაზულია (11,7 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით .
ეკლესიის არქიტრავით (ბერძნ. arche - საწყისი, მთავარი და ლათ. trabs - კოჭი) გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია.
ნახევარწრიული აფსიდის (ბერძნ. hapsis, idos - თაღი, კამარა ) თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.
სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრებია (იტალ. pilastro < ლათ. pila - სვეტი, ბოძი)
აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული წარწერით ეს დაფა დაზიანებულია , მაგრამ მაინც შეიძლება წარწერის გარჩევა რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან.
დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი ( იგივე კარნიზი) და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურული იყო ღარიანი კრამიტით, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ გადახურეს თუნუქით.
როგორც
ყველა ეკლესია საბჭოთა პერიოდში მასაც დაკარგული
ჰქონდა თავისი ფუნქცია, განადგურდა ფრესკები, დაზიანდა შენობაც, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოხდა მისი რესტავრაცია სოფლის
მოსახლეობის სახსრებით. სოფლის მოსახლეობამ
როგორც ხშირად ხდება თავად ჩაუტარა
რესტავრაცია ამ ისტორიულ ძეგლს , გალესაა
და გადახურა რამაც შეუცვალა პირვანდელი სახე .საბედნიეროდ დღეს იგი
მოქმედია და მამა იუბინალი ატარებს წირვა-ლოცვას.
ბერბუკის ცენტრში , დგას სათოფურებიანი კოშკი. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამერტი 7,7 მ) სამსართულიანი. ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით კირხსნარზე. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ სართულზე გამართულია ბუხარი (სძა 1990: 48). .
კედელი. მონგრეული აქვს მესამე სართული. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრთყელი ქვის სარტყელი.
ლეგენდის მიხედვით: " ბერბუკის
კოშკში ცხოვრობდნენ
ბერები.მტრის
შემოსევის დროს
ბერებს შესძახებდნენ
- "ბერო დაჰკარ ბუკიო".
აქედან წარმოიშვა
სოფლის დასახელება ბერბუკი.
უნდა
ითქვას რომ ეს ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს სათვალთვალო
კოშკია,
გვიანფეოდალური ხანის . ასეთი კოშკები მრავლადაა გორის რაიონში, ერთ-ერთი
დგას ბერბუკის მეზობელ
სოფელში - ორთაშენში , სოფლის
ყველაზე შემაღლებულ ადგილას.
მტრის შემოსევის დროს ,უნდა
ვივარაუდოთ ოსმალების შემოსევის დროს. იქ დანთებულ
ცეცხლს ხედავდნენ ბერბუკში და თავადაც ცეცხლის დანთებით ატყობინებდნენ შემდეგ
საგუშაგოს. თავად ორთაშენის სახელწოდებასაც ხომ თურქული
ძირი აქვს. „ორთა“ თურქულად შუას ნიშნავს,
რასაც სოფლის ადგილმდებარეობაც ადასტურებს.
ბერბუკში არის აგრეთვე ღვთისმშობლის ეკლესია. ბერბუკის ხვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომისაა, ნაშენია ქვით, აშენებულია მე-19 საუკუნეში მერებაშვილების გვარის მიერ.
"ესე ქართველთ ეკლესია ღვთის მშობლისა
ავაგე მე პეტრე მერებაშვილმა და შვილებმა ჩემმა ივანემ და
ტიტომამ - სახსენებლად სულისა ჩემისა"
უნდა
ითქვას ერთი პრობლემის შესახებაც, რაც ძალიან ხშირია საქართველოში და რაც აზიანებს
ძეგლებს.. ხშირად დაზიანებულ ისტორიულ ძეგლებს
გამოუჩნდებათ ხოლმე გულშემატკივარი, უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობის სახით
, რომლებიც თვითნებურად იწყებენ ძეგლის აღდგენას
და უკარგავენ მას პირვანდელ სახეს. ამ ძეგლთან დაკავშირებითაც ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. ღვტისმშობლის ეკლესიას ჰქონდა
ხის კარები და ძველი ქართული კრამიტის გადახურვა.
როგორც ფოტოზე ხედავთ, დღეს ეკლესიას
აქვს რკინის უსახო კარები და თუნუქის გადახურვა რაც მას სიძველის იერს უკარგავს.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ეკლესიების მშენებლობის ხანა გვიდგას, ვერ ნახავთ ქალაქს ან სოფელს სადაც არ შენდებოდეს ეკლესია, ბერბუკიც არაა გამონაკლისი . სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით სოფელში აშენდა კვირაცხოვლის ეკლესია. კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია, ნაშენია თლილი ქვით, მდებარეობს სოფელ ბერბუკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი მოპირკეთება არაა დასრულებული.
თუ მოინახულებთ სოფელ ბერბუკს ,თქვენთვის საინტერესო იქნება ცენტრალური გზის პირას მდგარი XIX საუკუნის ძველი, ალიზით შელესილი რყის ქვით ნაშენი წყლის წისქვილი.
გვინდა ორიოდ სიტყვა ვთქვათ ბერბუკის თემის შესახებ.
ბერბუკში დაახლოებით სახლობს 300 კომლი.
სოფელ ბერბუკში ცხოვრობენ : გიგაურები, რუსიტაშვილები, აბალაკები, მერებაშვილები. მცირე რაოდენობით სახლობენ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები. ისინი სხვადასხვა დროს ჩამოსახლდნენ სოფელში
ბერბუკში დაახლოებით სახლობს 300 კომლი.
სოფელ ბერბუკში ცხოვრობენ : გიგაურები, რუსიტაშვილები, აბალაკები, მერებაშვილები. მცირე რაოდენობით სახლობენ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები. ისინი სხვადასხვა დროს ჩამოსახლდნენ სოფელში
შემორჩენილია დიდი გიგაურების სახლი რომელიც არის სოფლის ყველაზე ძველი შენობა. ცნობილია, რომ გიგაურები წარმოშობით ხევსურეთიდან არიან და შიდა მიგრაციის შედეგად მოხვდნენ სოფელ ბერბუკში.
სოფელში
არსებობს ლეგენდა გიგოლა გიგაურზე რომელიც
იყო ბერბუკის მოურავი, მას ასევე ბერბუკის იმედსაც ეძახდნენ. გადმოცემით ის გოლიათს წააგავდა, თითქმის შვიდი
მტკაველი ბეჭები ჰქონდა. ძნელი
დასადგენია შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ეს ფაქტი , თუ ესეც ლეგენდაა. მაგრამ
ხალხი მაინც სიამაყით ყვება მის გმირობაზე. ერთხელ ბერბუკელები ტყვედ წაუყვანიათ ოსმალებს. გიგოლა გიგაური დასდევნებია , შებრძოლებია
გუშაგებს. ერთ გუშაგს მისთვის დამბაჩა უსვრია,მაგრამ გიგოლა მაინც არ დაეცა და თავი მოაჭრა
ოსმალოს ტყვეები კი გაანთავისუფლა.
როცა
ვლაპარაკობთ ბერბუკის ისტორიაზე არ შეიძლება არ ვახსენოთ
ბერბუკის საჯარო სკოლაც რომელიც 1941 წელს
გაიხსნა და დიდი
ტრადიციების მატარებელია.
თავდაპირველად ის ფუნქციონირებდა დიდი გიგაურების სახლში.
დღევანდელ დღეს სკოლა
წარმატებით ფუნქციონირებს. გარემონტებული კლასები,
აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით. შექმნილია სწავლისთვის ხელშემწყობი გარემო.
ბერბუკის საჯარო სკოლა დიდი ტრადიციების მატარებელია,
მან ბევრი სახელოვანი შვილი აღუზარდა ქვეყანას. ჯერ მარტო სამამულო ომში, 1941-1945 წლებში, ბერბუკიდან 91 ახალგაზრდა გაიწვიეს რომელთაგანაც
უმრავლესობა ვეღარ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.
ჩვენ ვიცით რა დიდი მსხვერპლი მოგვიტანა აფხაზეთის ომმა, რამდენი სიცოცხლე შეიწირა, რამდენი
ახალგაზრდა დაიღუპა. სოფლიდანაც ბევრი ახალგაზრდა წავიდა ომში. ერთ-ერთი სწორედ ბერბუკის საჯარო სკოლაში სწავლობდა.
ბერბუკის
მკვიდრი გიორგი გიგაური, ჩვენი სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი
რომელმაც საქართველოს ერთიანობას შესწირა თავი,
დაიღუპა აფხაზეთის ომში. გიორგი გიგაურის სახელის უკვდავსაყოფად ბერბუკის
საჯარო სკოლაში არის მისი მემორიალური დაფა
მართალია ფოლკლორით და ტრადიციებით არ განსხვავდება ბერბუკი ქართლის დანარჩენი მოსახლეობისგან მაგრამ ჩვენ შევძელით და მოვიძიეთ დავიწყებული საბავშვო თამაშები სოფლის უხუცესებში .
ჩვენ მოვიძიეთ 5 თამაში:
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ წარსულზე, სოფლის ისტორიაზე დადგა ჯერი აწმყოზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა . როგორია სოფელი დღევანდელ დღეს, რა პრობლემებია, რა პერსპექტივა აქვს განვითარების მხრივ.
სოფელში
არის მრავალი პრობლემა, კერძოდ
არის წყლის პრობლემა, არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა , ყოფილი
საბავშვო ბაღის შენობა წლების წინ გაიყიდა,
არის დანგრეული და არ ფუნქციონირებს, არ არის აფთიაქი, ახალგაზრდებისთვის გასართობი
ცენტრი.
ადრე სოფელში
ფუნქციონირებდა სოფლის კლუბი სადაც იმართებოდა
კონცერტები, აჩვენებდნენ მხატვრულ ფილმებს. ეს კლუბი განთავსებული
იყო დიდი გიგაურების სახლში , რომელიც იყო სოფლის ყველაზე
ძველი შენობა. დღეს ეს შენობა რომელიც საბჭოთა
პერიოდში იქნა ჩამორთმეული, დაიბრუნეს მისმა
მეპატრონეებმა და ამიტომ კლუბმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
მიუხედავად უამრავი პრობლემისა მაინც არის იმედი რომ ახლო მომავალში ეს პრობლემები გამოსწორდება. მართალია დროებით გადაიდო ქალაქის განვითარების, პროექტი, რომლის მიხედვითაც სოფელი ბერბუკი
ქალაქის ნაწილი გახდება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ , რომ არც ესაა შორეული პერსპექტივა
უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მომავალში
ასევე მოგვარდება დანაგვიანებული მდინარე თორთლას პრობლემაც. მდინარე ნაგვითაა ამოვსებული ძალიან მძიმე ეკოლიგიური მდგომარეობაა. დღევანდელ დღეს მართალია ჩვენი სოფლის მისახლეობა ნაგავს აღარ ყრის მდინარეში ,მაგრამ სხვა სოფლის მოსახლეობის მიერ გადაყრილი ნაგავი აქვს მდინარეს ჩამოტანილი. მდინარე ცელულოიდის ბოთლებითაა ამოვსებული რომელთა დაშლის პროცესი ძალიან ხანგრძლივია. ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ნაგვის დახარისხება, არ არის სპეციალური ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოები.
მდინარეს აგრეთვე აბინძურებს კანალიზაცია რომელიც ჩადის მდინარე თორთლაში, უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ
სოფლის, არამედ ქალაქშიც ასეთი მდგომარეობაა,
ფეკალური მასებით ბინძურდება მდინარეები,
რაც ზოგადად ძალიან მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. .
უნდა ითქვას, რომ სოფლის
მოსახლეობა უმეტეს წილად მისდევს სოფლის
მეურნეობას, არც ბერბუკია გამონაკლისი სოფლის
მოსახლეობის მთავარი საქმიანობა არის მიწადმოქმედება. მოსახლეობა სარგებლობს მთავრობის
მიერ გაცემული სუფსიდიებით რათა დაამუშაოს მიწის ნაკვეთები.
ვინაიდან ბერბუკი 4 კილომეტრშია ქალაქიდან, მოსახლეობის ნაწილი ქალაქშია დასაქმებული.
წლების წინ სოფელში ფუნქციონირებდა გორის მეხილეობა- მებოსტნეობის სასელექციო საცდელი სადგური რომელიც 1937 წელს დაარსდა
. საცდელი სადგური შედიოდა ყოფილი სსრკ-ს კვების მრეწველობის სამინისროს საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
სისტემაში. მეხილეობის დარგი გადაეცა სკრის
საცდელ სადგურს, ხოლო მებოსტნეობის - მიწათმოქმედების
სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს და ეწოდა გორის საცდელი სადგური, რომელმაც მუშაობა დაიწყო
1957 წლიდან.
სადგურში დარსებისთანავე
ორგანიზებული იქნა ბოსტნეული კულტურების სელექციის
, ბოსტნეული და მინდვრის კულტურების აგროტექნიკის
განყოფილებები და აგროქიმიური ლაბორატორია.
საცდელ სადგურში ცნობილი
სელექციონერების :სოფიო ტიტვინიძის , ნაისი
დეკანოსიძის, ნანა რუსიტაშვილის, ჟუჟუნა თათარაშვილის
თინათინ
იოსებიძის და სხვათა მიერ გამოყვანილია
და წარმოებაში ფართოდაა დანერგილი ბოსტნეული კულტურების ჯიშები, მათ შორის: პომიდორი-„ბაზრის
საკვირველება 20“ ( გამორჩეული მაღალი კვებითი ღირებულებებით), სტაფილო-„ნანტის გორული“,
ხახვი-„ქართლის“, სუფრის ჭარხალი-„ერფრუტის გორული“, კომბოსტო-„ბრაუნშვეიგის გორული“,
პატისონი-„ყვითელი ბრტყელი“, ნიორი-„გორული“,კომბოსტო-„ბერბუკულა“, საბოსტნე ლობიო-„ადგილობრივი
გორული“,რეჰანი და სხვა.
სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების , მინერალური სასუქების შემდგომ ქმედების საკითხებზე მრავალწლიანი , სტაციონალური
გეოგრაფიული ქსელის ცდებით. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდნენ
გამოჩენილი მეცნიერები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი რაჟდენ კაპანაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ზაალ მემანიშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ონიანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნელი
გოგინაშვილი. ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი-სელექციონერი თინათინ
იოსებიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა რუსიტაშვილი .სოფლის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი სუხიშვილი.
საცდელ სადგურში დაარსებიდან ათეული წლების განმავლობაში სანეცნიერო
მუშაობას ეწეოდნენ მეცნიერ-თანამშრომლები სამეცნიერო ხარისხის გარეშე: სოფიო ტიტვინიძე, ნაისი დეკანოსიძე, სოლომონ
შახნაზაროვი, მზია გელდიაშვილი, ციალა მჟავანაძე, ნელი ჩუტკერაშვილი, ეფემია ქარელიშვილი, დალი ღოლიჯაშვილი, ლუიზა ფოცხვერაშვილი,
ელენე ანდრიაშვილი, ვლადიმერ ტუსიაშვილი. ლაბორანტები: ჟუჟუნა თათარაშვილი, იამარა საამიშვილი, მელანია გალაშვილი და სხვები რომლებმაც თავიანთი მეცნიერული კვლევის შედეგებით
დიდი წვლილი შეიტანეს საცდელი სადგურის სამეცნიერო
საქმიანობაში.
საცდელი სადგურის თანამშრომლები მონაწილეობას
იღებდნენ რესპუბლიკურ, ამიერკავკასიის და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. გამოქვეყნებუკი
აქვთ ასეულობით სამეცნიერო ნაშრომები ადგილობრივი, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო მაშტაბით.
საცდელი სადგურის არსებობის მანძილზე სადგურს ხელმძღვანელობდნენ : ოთარ ქარუმიძე, სერგო ღუღუნაძე, დიმიტრი საამიშვილი, გურამ ტატიშვილი, ელგუჯა გოგიაშვილი , ნელი გოგინაშვილი, ომარ სუხიშვილი.
საცდელმა სადგურმა შეწყვიტა უნქციონირება 2011 წელს. დღეს საცდელის
შენობა გაპარტახებულია.
სოფელში არის აგრეთვე საკალმახე მეურნეობები რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ სადაც დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა.
სოფელს ემსახურება ქალაქის
ტრანსპორტი რაც ძალზე კომფორტულია მოსახლეობისთვის. ეს რაც შეეხება დადებითს სოფლის ცხოვრებაში.
და ბოლოს დასკვნით ნაწილში
თუ გავაკეთებთ მცირედ გადახვევას თემიდან,
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი ბერბუკიც რომელიც არის
ჩვენ დედაქალაქში, საბურთალოზე.
თბილისში არის ბერბუკის ქუჩა სადაც შენდება საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა ბერბუკ თაუერი (
Berbuk Towers ) ეს იქნება ბიზნეს ცენტრი,
ოფისებით , საცურაო აუზებით და ა. შ.
ასე რომ სოფლის სახელი „ ბერბუკი“ ახლო მომავალში დედაქალაქშიც იქნება უკვე პოპულარული
.
მშენებარე Berbuk Towers
ბიბლიოგრაფია
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ბერბუკი
ვებ-გვერდის_ სახელი
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ბერბუკი
ვებ-გვერდის_ სახელი
ბიბლიოგრაფია: აფხაზავა
1979: 127; ბაგრატიონი
1986: 48; გიულდენშტედტი
1962: 277; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 318; მინდიაშვილი 1985: 37; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 66; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; სძა 1990: 48; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 553; 1985: 515; ქც 4: 368,1
საცდელი მეურნეობის შესახენ
ინფორმაცია მოძიებულია: სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ
მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ნელი გოგინაშვილი.